2022-07-18 19:00:49
რუსთავის სასაფლაოზე ხანძარი იყო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად საფლავები არ დაზიანებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური. მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს.