სამეგრელოში, სენაკი-ჩხოროწყუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.