მდინარეში კაცი დაიხრჩო

2022-07-16 11:37:30

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, მდინარე სუფსაში 60 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა და დაიხრჩო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.