ჟურნალისტების უკანონო მოსმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

2022-07-15 11:46:48

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია “მთავარი არხის” თანამშრომელთა შორის გამართული კერძო საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ინფორმაციას თავად სამსახური ავრცელებს.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის  ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, ტელეკომპანია “მთავარი არხის” თანამშრომელთა შორის გამართული კერძო საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს
",- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსნებთ, რომ გია გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა ორი დღის წინ გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელიც ასახავს „მთავარი არხის“ ჟურნალისტების თათბირს