მამაკაცს ხარი თავს დაესხა

2022-07-14 18:22:33

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში 52 წლის მამაკაცს საძოვარზე ხარი დაესხა თავს.

მიღებული დაზიანებების გამო, დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

ახალქალაქის ჰოსპიტალის მენეჯერის, ალექსან თოროიანის ინფორმაციით, პაციენტს ნეკნების მოტეხილობა აღენიშნებოდა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უკვე ბინაზე გაეწერა.