სიმაღლიდან ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა

2022-07-13 16:38:00

გორის ცენტრში უბედური შემთხვევა მოხდა.

სტალინის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულის აივნიდან 60 წლამდე ასაკის ქალი გადმოვარდა.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები.