ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

2022-07-13 12:17:14

ხულოში, სოფელ გორგაძეებში ხანძარი იყო. დაიწვა ორსართულიანი ხის სახლი და დამხმარე ნაგებობა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლის გაჩენის დროს, ოთხწევრიანი ოჯახიდან სახლში მხოლოდ ერთი იმყოფებოდა. ის ხანძარს მეზობლების დახმარებით გადაურჩა.

ხანძრის შედეგად სრულიად განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთებიც. გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.