რუსთავში არასრულწლოვანი გარდაიცვალა [video]

2022-01-14 23:37:18

რუსთავში არასრულწლოვანი გარდაიცვალა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, VII მიკრორაიონში, ერთ-ერთ ბინაში, ძველით ახალი წლის აღნიშვნის მიზნით, ნაცნობ-მეგობრები, 18 წლამდე ბიჭები და გოგოები შეიკრიბნენ.

მეზობლების თქმით, ბინიდან ხმაური გამოდიოდა, პერიოდულად ზოგი მიდოდა და მათ ნაცვლად სხვები მოდიოდნენ. არსებული ინფორმაციით, არასრუწლოვანებმა მიიღეს ალკოჰოლური სასმელები და ასევე სავარაუდოდ მსუბუქი ნარკოტიკი. გამთენიისას, ერთ-ერთი მათგანი, არასრულწლოვანი ბიჭი მოულოდნელად ცუდად გახდა, დაბლა ჩავიდა და კორპუსის ეზოში გონება დაკარგა. მეგობრები ცდილობდნენ დახმარებას, დარეკეს 112-ში და გამოიძახეს სასწრაფო, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.