"დოლარების წვიმა" საავტომობილო გზაზე

2021-11-20 23:58:58

აშშ-ის ქალაქ სან დიეგოს მახლობლად საავტომობილო გზაზე სატვირთოს, რომელსაც დიდი რაოდენობით თანხა გადაჰქონდა, კარი დაუზიანდა და დოლარები მიმოიფანტა, რის გამოც გზაზე საცობი შეიქმნა. [ვიდეო/video]

აღმოჩნდა, რომ დიდი ოდენობით ნაღდი ფული ​ ავტომანქანით ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიას გადაჰქონდა. ფურგონის კარი გაურკვეველი მიზეზების გამო გზაზე გადაადგილებისას გაიღო და ფულმა გზაზე და მათ უკან მოძრავ ავტომობილებზე დაიწყო ფრენა.

თვითმხილველებმა მწვანე კუპიურების შეგროვება და "ფულის წვიმის" ვიდეოს გადაღება დაიწყეს, სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ვიდეობიც გავრცელდა.

პოლიციამ მათი ქმედება ქურდობად შეაფასა და 3 ადამიანი დააკავა კიდეც. მიმდინარეობს გამოძიება სხვა პირების დასადგენადაც, ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით არ ვრცელდება.