20 სექტემბერს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2021-09-18 18:11:27

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

20 სექტემბერს, 15:00-დან 17:00 საათამდე ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მეგობრობის ქუჩაზე და თბილისი წითელი ხიდის 21-ე კილომეტრზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.