რუსთავში 3 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

2021-07-26 00:25:01

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბათუმის ქუჩაზე 3 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებული მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ბავშვი მრავლობითი ტრავმული დაზიანებით შეიყვანეს. 

მისი თქმით, მცირეწლოვანი ამ დროისთვის იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაშია გადაყვანილი.