სამეზობლოს მიერ მოწყობილი სამლოცველოები რუსთავის ეზოებში [photo]

2021-07-25 01:13:26

"ინფო რუსთავის" მიერ საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში არსებული სამლოცველოების შესახებ 2 წლის წინ მომზადებულ ფოტორეპორტაჟს საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

მკითხველის დიდი ნაწილი წერდა, რომ ეს ისტორიული კადრებია და თემას აუცილებლად გაგრძელება სჭირდება, ამიტომაც გადავწყვიტეთ, 2 წლის შემდეგ, როცა სამლოცველოების რიცხვი გაზიარდა, ფოტორეპორტაჟი ისევ მოგვემზადებინა.

გარდა ამისა, ამ ფოტომასალაში ასახულია ის სამლოცველოები, რომლებიც 2 წლის წინ, შესაძლოა, ფოტორეპორტაჟში ვერ მოხვდა.

მათი უმეტესი ნაწილი სწორედ კორპუსის მაცხოვრებელთა ინიციატივითა და ძალისხმევით, მოსახლეობის ფინანსური თუ ფიზიკური რესურსითაა მოწყობილი.

გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც რუსთავში, სხვადასხვა მისამართზეა გადაღებული.

აუცილებლად გამოგვიგზავნეთ თქვენი უბნის სამლოცველოს ფოტოც.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები