ავტოსაგზაო შემთხვევას 3 რუსთაველი ემსხვერპლა

2021-05-05 00:44:22

სოფელ უჯარმასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 რუსთაველი ემსხვერპლა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლეტი შეეჯახნენ. მსუბუქ ავტომობილში 5 რუსთაველი, 50 წლამდე შაქრო პაპუნაშვილი, მისი ორი შვილი და შვილების ტყუპი მეგობარი ძმები ისხდნენ.

ავარიას 50 წლამდე კაცი, მისი 29 წლის შვილი, ილია პაპუნაშვილი და შვილის მეგობარი, 21 წლის მალხაზ ტრაპაიძე, ემსხვერპლა.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ორი დაშავებულიდან ერთ-ერთი ღუდუშაურის კლინიკაში, ხოლო მეორე ინგოროყვას კლინიკაში გადიან მკურნალობას.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები