ნიუ-იორკში მარიხუანას ლეგალიზება მოხდა

2021-04-01 20:48:23

ამერიკაში, ნიუ-ორკის შტატში მარიხუანის ლეგალიზება მოხდა.

კანონპროექტს ხელი შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ მოაწერა.

კუომოს განცხადებით, მარიხუანას ლეგალიზება ნიუ-ორკისთვის ისტორიული მოვლენაა, რადგან დაწესებული მკაცრი სასჯელი მსუბუქდება და მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვით სახელმწიფო ეკონომიკაც გაიზრდება.

ახალი კანონპროექტის მიხედვიტ რეკრეაციული მიზნით მარიხუანის გაყიდვა და მოხმარება ნებადართული გახდა. 21 წელს ზემოთ პირს შეუძლია 85 გრამი მარიხუანა ავტორიზებული გამყიდველისგან შეიძინოს.

კუომოს თქმით, კანაფის ლეგალიზება შტატში დამატებით 30 000-დან 60 000-მდე სამუშაოს შექმნის და ყოველწლიურად ბიუჯეტში 350 მილიონი დოლარი შევა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI