ემოციური ფოტოები რუსთავის ქუჩებიდან [photo]

2021-03-08 15:14:52

8 მარტს მსოფლიოში ქალთა დღეს აღნიშნავენ.

სადღესასწაულო განწყობა, უამინდობის მიუხედავად, რუსთავის ქუჩებშიც იგრძნობოდა.

ყვავილებით ხელში ქალებს, კაცებსა და ბავშვებს ყველა ქუჩაზე შეამჩნევდით.

საყვარელი ადამიანისთვის ნაყიდი ყვავილებით ხელში რუსთაველები "ინფო რუსთავის" ობიექტივში მოექცნენ.

ცნობისთვის, 8 მარტი ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაულია.
პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა.

1975 წელს გაერომაც აღიარა 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ.

ნახეთ ფოტორეპორტაჟი რუსთავის ქუჩებიდან.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI