რა ხდებოდა იალღუჯზე [video]

2020-12-08 00:02:58

რუსთავში, იალღუჯის მთაზე მოთოვა [ვიდეო/video]

თოვლის მოსვლამ განსაკუთრებით გაახარა რუსთაველები, რის გამოც მთაზე ასასვლელ გზაზე ავტომობილების სიმრავლე შეიმჩნეოდა.

თოვლს მონატრებული ხალხი ოჯახის წევრებთან და ბავშვებთან ერთად გუნდაობდნენ, სურათებს იღებდნენ, სრიალებდნენ და თოვლის ბაბუებს აკეთებდნენ.

აღსანიშნავია, რომ მოუწესრიგებელი გზის გამო ავტომობილების ნაწილმა ჯვრამდე ასვლა ვერ მოახერხა.

ნახეთ "ინფო რუსთავის" მიერ დრონით გადაღებული ვიდეო.