მხოლოდ "დაიწონა" [photo]

2020-08-01 17:04:39

სოციალურ ქსელში, მომხმარებელი, რომელიც George Hartman-ის სახელითაა დარეგისტრირებული, დიდუბეში არსებული საკმაოდ უცნაური ატრაქციონის ფოტოს ავრცელებს.  ფოტოსურათს, რომელზეც მხოლოდ "დაიწონაა" გამოსახული, Facebook-ში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ფაქტთან დაკავშირებით დიდუბის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, რომ ატრაქციონი დაზიანებულია.

"ატრაქციონი დაზიანდა, რის შემდეგაც გამგეობის თანამშრომლებმა დაზიანებული ელემენტები გაიტანეს ტერიტორიიდან ვინმე რომ არ დაზიანებულიყო. უახლოეს პერიოდში აღდგება, როგორც კი ტენდერი დასრულდება და გამოვლინდება გამარჯვებული. სამწუხაროდ, წინა კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა მოგვიწია, რადგან არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას", - აცხადებენ გამგეობაში.

RUSTAVI