რუსთავში ბლოკ-საგუშაგო 4 ადგილზე მოეწყო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით მთავარი საგუსაგო რუსთავი-თბილისის ავტობანზე, ავტობაზრობის მიმდებარედ გაკეთდა. საგუშაგოები ასევე მოეწყო ცემენტისა და აზოტის ქარხნების მიმდებარედ, რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებთან, ხოლო მეოთხე საგუშაგო სასაფლაოების მიმდებარედ.
ადგილზე მობილიზებულები არიან როგორც სამართალდამცავები ასევე სამხედროები.
პოლიციელები საეჭვო ავტომობილებს აჩერებენ და ამოწმებენ.