ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა [photo]

2020-02-13 11:46:45

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, ფონიჭალის შესასვლელთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ორი "ტოიოტას, ხოლო ერთი "ნისანის" მარკის.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებულია ერთი მამაკაცი, ორს კი მაუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

RUSTAVI