რუსთავში პატრულმა გოგონა გადაარჩინა [video]

2020-01-23 00:14:35

რუსთავის ცენტრალური ხიდიდან 17 წლის გოგონამ გადახტომა სცადა. [ვიდეო/video]

ხიდზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. შემთხვევის ადგილზე არასრულწლოვნის დედაც მიიყვანეს. მშობელმა ინფო რუსთავს განუცხადა, რომ 17 წლის გოგოს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და შესაბამის მედიკამენტებსაც ღებულობს.

თვითმხილველმა ინფო რუსთავს უთხრა, რომ არასრულწლოვანი ხიდის მოაჯირზე იყო გადასული და სავარაუდოდ გადახტომას აპირებდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი კი მას გაესაუბრა, რამდენიმე წამში ნელა მიუახლოვდა, ხელი მოჰკიდა და ჯებირიდან გზის მხარეს გადმოიყვანა. ინფო რუსთავმა გაარკვია, რომ პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც მოზარდი გადაარჩინა, გიორგი ჩილაჩავაა.

"მე და ჩემი შვილი ვიყავით ექიმთან, წამლები უნდა წამოგვეღო. ჩემი შვილი ბიძაშვილთან ერთად მელოდებოდა. სანამ მე წამლები ავიღე და გამოვბრუნდი, ჩემი ბიძაშვილი მოვარდა და მითხრა, რომ გოგონა გაგვექცაო", - განაცხადა არასრულწლოვნის დედამ ინფო რუსთავთან საუბრისას.

ჩვენი ინფორმაციით, 17 წლის გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.


RUSTAVI