საახალწლო დღეებში, გადაღლილი თოვლის პაპა, ჯადოსნურ უშგულში გამგზავრებამდე, კლინიკა "რუსთავს" ესტუმრა. [ვიდეო/video]
თოვლის პაპას არ სურს სადღესასწაულო დღეებში, კლინიკაში, ბავშვებმა მოიწყინონ ამიტომ, მათი მოულოდნელად გახალისება და გახარება გადაწყვიტა.
მან კლინიკა "რუსთავის" პედიატრიული განყოფილების, 20-მდე პაციენტს, სხვადასხვა საჩუქრები გადასცა.
"გადმოვიარე ცხრა მთა, გადმოვიარე ცხრა ზღვა. წინ მეგებებოდნენ ფრინველები და მასწავლიდნენ თქვენსკენ მომავალ გზას. და მეც მოვედი, მოგიტანეთ ჯანმრთელობა, მშვიდობა, ბედნიერება და საჩუქრები", - უთხრა ბავშვებს თოვლის პაპამ.