საბერძნეთში ქართველი მძღოლი დააკავეს

2019-11-04 23:09:29

საბერძნეთში პოლიციამ ის ქართველი მძღოლი დააკავა რომელსაც სატვირთო ავტომობილით 41 მიგრანტი გადაჰყავდა.

ფაქტი საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ქსანთისთან დაფიქსირდა. პოლიციამ ავტომობილი მოძრაობის დროს გააჩერა და შემოწმებისას მანქანაში მიგრანტები ნახა.

40 წლის ქართველი მძღოლი პოლიციამ ადგილზე დააკავა. მიგრანტები სატვირთო ავტომობილით სავარაუდოდ თურქეთიდან შეიყვანეს. მანქანა სამაცივრე სისტემით იყო აღჭურვილი, თუმცა მაცივარი გამორთული იყო.

აღნიშნულ ინფორმაციას The Guardians ავრცელებს

 

RUSTAVI