რუსთავში დაკავებული ოჯახს დაუკავშირდა [video]

2019-10-06 19:47:45

ქვ.ქართლის სამხარეო პოლიციაში, რამდენიმე საათია დაკითხაზე იმყოფება გარდაცვლილი მამაკაცის მეგობარი გიორგი გეთაშვილი. [ვიდეო/video]

ცოტახნის წინ რუსთავის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში დაკავებული გიორგი გეთაშვილის ოჯახის წერვრები და ახლობლები ისევ ეცადდნენ შენობაში შესვლას, მათ დაკავებულის მონახულება სურდათ.

ინციდენტის შემდეგ, პოლიციელების დახმარებით დაკავებული გიორგი გეთაშვილი მამას დაუკავშირდა, რადროსაც აცნობა, რომ კარგად არის და პანიკა არ არის საჭირო. დაკავებულს ასევე გაესაუბრა ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე, რომელმაც თავის დაცვის ქვეშ მყოფს ჰკითხა დარჩენილიყვნენ თუ არა შენობასთან - მან კი უპასუხა, რომ ადგილზე დარჩენილიყვნენ. კითხვაზე თუ სად იმყოფება დაკავებული ნათესავებს ამ დრომდე პასუხი არ აქვთ.

ადგილზე სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა. 

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი 5 ოქტომბერს გამორიყა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.