რუსთავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ირანის ფერეიდანის მხარეში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებთან შეხვედრა გაიმართა. სამი ფერეიდნელი ქართველი, 31 დღის განმავლობაში გზაში იმყოფებოდა. ალპინისტებმა საქართველოში ჩამოსასვლელად 1400 კმ. ფეხით გამოიარეს.
"მოგეხსენებათ 400 წლის წინ გადაასახლეს ჩვენი წინაპრები შუა ირანში. ბიჭებს გაუჩნდათ, იდეა, რომ წინაპრების ტანჯვით განვლილი გზა გამოევლოთ ფეხით და განეცადათ ის ტკივილი, რაც მათმა წინაპრებმა გადაიტანეს. ეს იყო ტანჯვიანი გზა, მეგობრული გზა და სიმბოლური აქტი, რომლის მიზანი იყო ქართული ღისების წარმოჩენა", - განაცხადა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო წევრმა, პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ.
შეხვედრას რწმუნებულის მოადგილე, ქალაქის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.