რუსთავის ტბაში ბავშვი დაიხრჩო

2019-06-17 18:07:35

რუსთავის პარკში არსებულ ტბაში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვმა ტბაში შეცურა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელე პირები. 

"ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს აზუსტებს. 

RUSTAVI