მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

2019-05-14 15:09:47

უბედური შემთხვევა თბილისში.

კოსტავას 75 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის სავარაუდოდ, მე-15 სართულიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას მუშაობის დროს თოკი გაუწყდა.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მუშაობისას დამცავი ღვედი ეკეთა ამიტომ მათთვის გაუგებარია როგორ მოხდა ახალგაზრდა მამაკაცის სიმაღლიდან ვარდნა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.