რა ეღირება ზარები და SMS-ები

2019-05-14 13:57:48

19 ევროცენტი ერთ წუთზე და 6 ევროცენტი ერთ SMS-ზე – ხვალიდან, ევროკავშირი მობილური ზარების ფასზე საერთო ევროპულ ჭერს განსაზღვრავს, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის წარმომადგენელმა მარგარიტის სხინასმა გააკეთა.

ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე სხინასმა განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპელ მომხმარებელს პრაქტიკულ შედეგს მოუტანს.

"ამიერიდან მობილური ზარის წუთობრივი საფასური არ შეიძლება აღემატებოდეს 19 ევროცენტს, ხოლო ერთი სმს-გზავნილის ფასი 6 ევროცენტს. ეს გადაწყვეტილება ევროპელ მომხმარებელს პრაქტიკულ შედეგს მოუტანს და მობილურ კავშირზე ერთიანი ევროპული ბაზრის ცალკეულ ქვეყნებში დისპროპორციული ფასების გამოსწორებას შეუწყობს ხელს,“ – განაცხადა მარგარიტის სხინასმა.

აღნიშნულ ფასში არ არის გათვალისწინებული დღგ. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ქვეყნებში დღგ 17-დან 25%-მდე მერყეობს, ერთიანი ტარიფი ევროკავშირის ტერიტორიაზე მაინც ვერ იქნება მიღწეული.

RUSTAVI