გლდანში, სპაიდერმენის ფორმაში ჩაცმული 4 წლის ბავშვი მერვე სართულიდან გადახტა.
მეზობლების თქმით, სასწრაფო დახმარების ექიმებს ბიჭუნამ უთხრა, რომ ის აივნიდან თვითონ გადახტა. ვარაუდობენ, რომ ბიჭმა საყვარელი გმირი განასახიერა.
ბავშვი ჯერ მეზობლის ხეივანზე დაეცა და შემდეგ მიწაზე. 4 წლის ბიჭი გადარჩა. პატარა იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით 4 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათივე ინფორმაციით, ბავშვს იაშვილის კლინიკიდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.