ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ავტობანზე, უფრო კონკრეტულად კი ქვემო ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერი ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ქალი, ქვეითთა გადასასვლელით სარგებლობდა ტრაილერმა კი დამუხრუჭება ვერ მოასწრო.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გარდაცვალება გამოიწვია.