რაკეტა საცხოვრებელ სახლს დაეცა [photo]

2019-05-12 23:03:02

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა შემთხვევით საცხოვრებელ სახლს დაეცა.

არსებული ინფორმაციით რაკეტამ კიკილაშვილების სახლი დაზიანა. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან გასროლილი რაკეტა თავდაპირველად საცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა, შემდეგ კი ჯერის გავლით ოთახში ჩავარდა.

საბედნიეროდ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტის შესახებ ეცნობა პოლიციას და მიმდინარეობს მოკვლევა.