"მივმართავთ რადიკალურ ზომებს" [video]

2019-05-12 15:55:20

ჭყონდიდელის მოსახლეობა ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მინისტრმა განაცახადა, რომ ციხის მშენებლობა ეჭვქვეშ ვერ დადგება.

ჭყონდიდელის მოსახლეობის სახელით განცხადება "არა ციხეს"- სლოგანით გამართულ აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო გოგინაშვილმა გააკეთა და განაცხადა, რომ თუ კი ციხის მშენებლობა გაგრძელდება ისინი რადიკალურ ზომებს მიმართავენ. [ვიდეო/video]

"მოვისმინეთ თეა წულუკიანის განცხადება და მოსახლეობა არის აღშფოთებული. ის აცხადებს, რომ ჩვენ მზად ვართ, რომ შევხვდეტ მოსახლეობას ჩვენი კარები ღიაა, ჩვენ ორი თვეა ვცდილობთ, მაგრამ უშედეგოდ. ვერც საკრებულომ მოახერხა იმდენი რომ მინისტრთან მომხდარიყო შეხვედრა, რომ ჩვენ დიალოგის რეჟიმში მიგვეწოდებინა ინფორმაცია თუ რამდენ პროცენტს არ უნდა ციხე რომ აშენდეს და რატომ არ უნდა. თუ კი ის ამბობს, რომ შევხვდები მათ და გავესაუბრები, მაგრამ ციხე მაინც აშენდება შეხვედრას აზრი არ აქვს. მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს ციხე არ უნდა აშენდეს და ამისთვის გვაქვს საფუძვლიანი არგუმენტები. ან მოგვისმინოს ან არადა გადავდივართ რადიკალურ შედეგებზე. ის რომ ჩვენ ვსაუბრობთ ულტიმატუმის ენით ეს არის სიცრუე და თვალსი ნაცარს აყრის მოსახლეობას", - განაცხადა ნინო გოგინაშვილმა.