"მზად ვარ შევხვდე მოსახლეობას" [video]

2019-05-12 11:01:16

იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია იმედის გადაცემაში განაცხადა რომ რუსთავში ციხე აშენდება, თუმცა შესაძლოა შენობები ოდნავ მოშორებით განთავსდეს, ამისთვის კი მიმდინარეობს კონსულტაციები და მზად არის რუსთაველებს შეხვდეს. [ვიდეო/video]

"მოსახლეობასთან კონსესუსი იმედია შედგება, ჩვენი კარი ღიაა, ნებისმიერ ადამიანს მზად ვარ შევხვდე. ჩვენ ალბათ შევთანხმდებით იმაზე რომ შორს შეიწიოს პერიმეტრის დასაწყისი ციხისა და ის ნაკლებად ემსგავსებოდეს თუნდაც გარე პერიმეტრი და ღობე ციხის ღობეს, ამისთვის ჩვენ გვაქვს მზაობა, თუმცა დისკუსიები გაგრძელდება. მშენებლობა რა თქმა უნდა ეჭვქვეშ ვერ დადგება, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა სწორედ უსაფრთხო რუსთავი რუსთავს სჭირდება #17 დაწესებულების თანამშრომლების და პატიმრების უფლებების უფრო მაღალი ხარისხით დაცვა და დახურული დაწესებულებეი სადაც რესოციალიზაცია არის შესაძლებელი", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.