მშობლებმა ჩვილი გარდაცვლილი ნახეს

2019-05-10 16:00:38

გორში, 6 თვის ჩვილი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გოგონა  მშობლებმა საწოლში გარდაცვლილი ნახეს.

"კლინიკაში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შემოიყვანა 6 თვის ჩვილი, თუმცა გოგონა გარდაცვლილი იყო. სასწრაფო დახმარების ექიმების თქმით, გამოძახებაზე მისვლისას ბავშვილი დაღუპული დახვდათ. გადმოცემით ვიცით, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნამდე რთულია მიზეზებზე საუბარი. ჩვენი კლინიკის პაციენტი არ ყოფილა და დამატებითი ინფორმაციაც არ გაგვაჩნია გოგონას მდგომარეობაზე გარდაცვალებამდე", - განაცხადა დედათა და ბავშვთა რეგიონული ცენტრის, „იავნანას“ ექიმმა-პედიატრმა მარინა ღარიბაშვილმა.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.