"გირჩმა" საროსკიპო "პიონერი" გახსნა

2019-05-10 11:59:05

"გირჩმა" საროსკიპო "პიონერი" გახსნა.

"გირჩმა" სასტუმრო "მამიდას" მფლობელის, როენა ხუცურაულის დაკავება გააპროტესტა.

"არ არსებობს არანაირი განსხვავება ამ სასტუმროებსა და ბრენდულ სასტუმროებს შორის. ყველა მათგანში ხდება სექსულური მიზნების დასაკმაყოფილებლად ფართების დაქირავება. ამ ნიშნით ნებისმიერი ბიძა, რომელიც დაუფინანსებს ახალგაზრდას, ან მეგობარი, რომელიც ძმაკაცს ფართს დაუთმობს, არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები და უნდა წავიდნენ ციხეში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პატიოსანი შრომა. გვინდა დავიცვათ სექსინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები ძალადობისგან. ეს კი პროსტიტუციის სრული ლეგალიზაციითაა შესაძლებელი", – აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

ფართის დაქირავება ერთი საათის განმავლობაში 49.50 ლარი ღირს.