ხაშურში, რკინიგზის დასახლებაში ქალი მოკლეს.
არსებული ინფორემაციით 60 წლამდე ქალი საკუთარ სახლში მოკლული შვილმა ნახა.
ქალს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
მომხდარზე გამოძიება სსკ 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.