ქვემო ქართლში 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა

2019-05-09 16:49:44

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში 50-60 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება დაშბაშის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

ინვესტორის თქმით, პროექტი 2020 წლის ივლისში დასრულდება და შედეგად ტურისტების რაოდენობის დაახლოებით 1 მლნ-ით გაზრდაა მოსალოდნელი.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, დაშბაშის კანიონსა და ყაზბეგის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში შპს „კასს ლენდმა“ გაიმარჯვა და ამ კომპანიამ იკისრა ვალდებულება, დაშბაშის კანიონზე, 83 ჰა-ზე მოაწყოს ეკოტურისტული განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მათ შორის, ავტოსადგომები, ვიზიტორთა ცენტრი, საკვები ობიექტი, კანიონში ჩასასვლელი ხიდები და ბილიკები. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - შუშის ხიდი, რომელი იქნება 240 მეტრის სიგრძის და კანიონის ერთი ნაპირიდან გადავა მეორე ნაპირამდე.