გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ბოლნისში სულხან საბას, წმინდა ნინოს, ი. ჭავჭავაძის, თამარ მეფის, ფოლადიშვილის, გრიგოლ ხანძთელის და მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო 13:00-დან 18:00 საათამდე ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვედა ბოლნისი, ხატისოფელი, ვანათი, სამწვერისი, ხიდისყური და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.