ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 1 ივლისს დაიწყება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მაია გაბუნიამ განაცხადა.
პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება, ხოლო მომდევნო გამოცდა ზოგადი უნარების იქნება.
"ივნისის შუა რიცხვების შემდეგ ისინი შეძლებენ საიდენტიფიკაციო ბარათების ამობეჭდვას, სადაც არის მითითებული რომელ საგამოცდო ცენტრში განაწილდნენ, როდის აქვთ გამოცდები. მე ვთხოვ, რომ გულდასმით წაიკითხონ, რომელ საგამოცდო ცენტრში იქნებიან, როდის აქვთ გამოცდები. სწორედ იქ მითითებული დრო არის რეგისტრაციის დაწყების დრო. თუნდაც ერთი წუთით დაგვიანება ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან მოიხსნებიან. წელს გამოცდები დაიწყება ივლისის დასაწყისშივე, ვფიქრობთ, რომ დაიწყოს პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით”, – განაცხადა მაია გაბუნიამ.