ქურდობა თბილისში.
ვაზისუბანში "ჯიპისის" აფთიაქი გატეხეს. უცნობმა პირებმა შესასვლელის შესასვლელი კარი გატეხეს და შენობაში ისე შეაღწიეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქურდებმა ყუთი წაიღეს, რომელიც ცარიელი იყო.
შემთხვევა ვაზისუბანში, მე-3 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-17 ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.