პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მარნეულის მერობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრები ქალაქ მარნეულის სხვადასხვა უბნებში გამართა. კანდიდატთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრაზე პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, საკრებულოს წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ. მოქალაქეებს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქ მარნეულში დაგეგმილი მასშტაბური პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათი საჭიროებები მოისმინეს. როგორც კანდიდატმა, ამომრჩევლებთან საუბარში განმარტა, 2019-2020 წლებში, მარნეულში, განხორციელდება მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობის პროექტი, რაზეც ჯამურად 173 მლნ ლარამდე დაიხარჯება. ასევე იგეგმება მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომელიც 37,1 მლნ ლარი დაჯდება. სკვერების რეაბილიტაციაა დაგეგმილი რუსთაველის ქ №20-სა და №3-ში. აღსანიშნავია, რომ წელსვე დაიწყება ქალაქ მარნეულში არსებული ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია. ®