თბილისში ავტობუსის მძღოლი დაჭრეს

2019-05-07 14:32:26

თბილისში #46 მარშრუტზე მომუშავე, ყვითელი ავტობუსის მძღოლი დაჭრეს. ინციდენტი ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ავტობუსის მძღოლი მგზავრების მოსაცდელთან ჩერდებოდა რა დროსაც შეამჩნია რომ გაჩერებაზე "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილი იდგა, ამის შემდეგ ხმოვანი სიგნალით მიანიშნა რომ გაწეულიყო. "მერსედესი"-ს მძღოლი ავტომობილიდან გადმოვიდა და ავტობუსის მძღოლისკენ წავიდა, კარი გააღო, დანა ამოიღო ავტობუსის მძღოლს დაარტყა და ადგილიდან მიიმალა.

ავტობუსის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.