ტბაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

2019-05-07 13:59:06

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელ ბადიაურში, ტბაში 24 წლის მამაკაცი დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ხელნაკეთი მოწყობილობით, თევზაობდა, რა დროსაც მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა, მამაკაცს დენმა დაარტყა და ტბაში დაიხრჩო.

შემთხვევის დროს ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.