რიკოთის გვირაბში გადაადგილება შეიზღუდება

2019-05-06 23:32:14

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ რიკოთის გვირაბში, მიმდინარე წლის 7-9 მაისს, გვირაბის სახანძრო–სავენტილაციო სისტემების შემოწმებისა და შესწავლის სამუშაოებთან დაკავშირებით, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. კერძოდ:

• 7 მაისის 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე;
• 8 მაისის 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე;
• 9 მაისს 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე.

რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება გვირაბის შემოვლით გზაზე.