საქართველოში საწვავის ფასი გაიზარდა.
ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრ ბენზინზე ფასმა 10-13 თეთრით მოიმატა და ყველაზე დაბალფასიანი ბენზინის ღირებულებამ 2.12 ლარი შეადგენა.
საქართველოში საწვავის გაძვირება მსოფლიოში ნავთობზე ფასის გაზრდამ გამოიწვია.
2019 წლის 3 მაისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 70.85 (+ 0,10) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 61.94 (+ 0,13) დოლარი/ბარელზე.