45 წლამდე ქალი მაღალი სართულიდან გადმოვარდა

2019-05-05 14:38:53

თბილისში უბედური შემთხვევა მოხდა.

პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულიდან ქალი გადმოვარდა რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

მეზობლების ინფორმაციით, 45 წლამდე ქალი სარეცხს ფენდა, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და მოაჯირიდან  გადმოვარდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.