მაგისტრალზე ავტობუსი დაიწვა

2019-05-04 20:04:15

სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი მოძრაობის დროს, რიკოთის უღელტეხილზე გაუჩნდა.

ავტობუსს თურქეთის მოქალაქე მართავდა და ის თბილისის მიმართულებთ გადაადგილდებოდა. ხანძრის დროს ავტობუსში 5 ადამიანი იმყოფებოდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრებმა დროულად მოასრეს ავტობუსის დატოვება.

ხანძარი ლიკვიდირებულია, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.