რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე ხანძარი გაჩნდა. [ვიდეო/video]
როგორც "ინფო რუსთავთან" საუბარში ადგილობრივები ყვებიან, ცეცხლი საცხოვრებელ ბინაში ფარდებს გაუჩნდა, რა დროსაც სახლში არავინ იმყოფებოდა.
ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟებთან ერთად, მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟიც.