მამაკაცი ლიანდაგში ჩავარდა

2019-05-03 11:46:28

მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე" ლიანდაგში ახალგაზრდა მამაკაცი ჩავარდა და გარდაიცვალა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან,  მემანქანემ მატარებლის დამუხრუჭება სცადა და ახალგაზრდა მამაკაცს ლიანდაგიდან გადასვლისკენ „უწყვეტი სიგნალით“ მოუწოდებდა, თუმცა შეჯახება მაინც მოხდა.

გარდაცვლილი მამაკაცი 20 წლამდე ბიჭია.

დიდუბიდან ახმეტელის მიმართულებით მეტროს მოძრაობა პარალიზებულია, ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.