დაეცა თუ არა მეხი "ქართული ოცნების" ოფისს [video]

2019-05-03 10:18:37

გვიან ღამით სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო რომელშიც ჩანს რომ ზუგდიდში, "ქართული ოცნების" ოფისთან სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული. ვიდეოს ავტორი აცხადებს რომ "ქართული ოცნების" ოფისს მეხი დაეცა. [ვიდეო/video]

აღნიშნულ ვიდეოზე კომენტარი გააკეთეს პარტიის ოფისიდან და განაცხადეს რომ მეხის დაცემას ადგილი არ ჰქონია, იყო ძლიერი ქარი და წვიმა რის გამოც ბოძზე ელექტროსადენებზე მოხდა მოკლე ჩართვა.

ადგილზე გამოიძახეს მაშველები და ენერგო პრო ჯორჯიას თანამშრომლები, მომხდარის გამო არავინ დაშავებულა.