„ჩვენ ვართ ერთი მუნიციპალიტეტის შვილები და ერთად გვსურს ჩვენი მუნიციპალიტეტი გაძლიერდეს, “- განაცხადა მერობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა სოფელ არაფლოს მოსახლეობასთან შეხვედრისას.
მერობის კანდიდატი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანთან და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა სოფელ იმირის, იმირჭალის, ახლომახმუდლოსა და ენიკენდში, სადაც ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნო და ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. ®